პატრიარქის ტახტისთვის დაპირისპირება მწვავდება. თეოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ მოსაყდრე შიოს გარდა ახლა კათოლიკოსობისთვის გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიაც იბრძვის. ამ დაპირისპირების გამწვავების მთავარი ნიშანი მეუფე ანდრიას ახალი სამეცნიერო ხარისხი გახდა, რომელიც მას რუსეთში სვიატო ტიხონოვსკის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა. გორელ მიტროპოლიტს რუსეთში სრული სამეცნიერო მხარდაჭერა გამოუცხადეს და არ არის გამორიცხული, რომ ეს პოლიტიკურ და სასულიერო მხარდაჭერასაც ნიშნავდეს.
იხილეთ: