ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, ვალდებულების მეტი არაფერია - ხიდაშელი რაჭის ტყეებზე

გამოქვეყნდა:

დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.

„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, - აცხადებს ხიდაშელი „ინტერპრესნიუსთან“.

დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ბრიფინგი გამართეს. საქმე ეხება ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემას. 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხზე არაერთი სამართლებრივი დავაა დაწყებული, თუმცა არცერთი საქმე წინ არ წასულა, რადგან რუსი ბიზნესმენი "ხელშეუხებელია". მათი თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია, 1 კვადრატულ მეტრში 45 დოლარად აეღო და დაეცვა თავისი ეკოსისტემებით, მაგრამ ხელისუფლებამ ხიდაშელს 11 ლარად გადასცა იგივე მიწები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი