სვანეთი ჩაკეტილია, ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

გამოქვეყნდა:

კოვიდ- 19 ლარსის გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგები ადგილზე უკვე მუშაობენ და იკვლევენ კონტაქტებს. მათ დასკვნაზეა დამოკიდებული ჩაიკეტება თუ არა ყაზბეგი.

კორონავირუსი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის სამი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტშია.  

ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონში ჩარჩენილი დამსვენებლები და ადგილობრივები კი 900-მდე ადამიანის ტესტირების პასუხსა და ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან. სწორედ ამაზეა დამოკიდებული კიდევ უფრო შეეზღუდებათ თუ არა გადაადგილება, მათ შორის სოფელ ლენჯერში, სადაც ორი დღის წინ იფეთქა ვირუსმა და კოვიდ -19 17 ადამიანს დაუდასტურდა.

მესტიის მოსახლეობა შეშინებულია. ფიქრობენ რომ თუ კიდევ უფრო გამკაცრდება საკარანტინო რეჟიმი და სრულად ჩაიკეტება ზემო სვანეთი, შესაძლოა სოფლებში პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას. ამიტომ ცდილობენ მოიმარაგონ, უკავშირდებიან კერძო დისტრიბუტორებს და სთხოვენ, რომ ფქვილი აიტანონ.

უკვე მეორე დღეა მესტიიდან ვერ გამოდიან ტურისტები და ადგილობრივები. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტეს დატოვებენ ორი კვირით საკარანტინო სივრცეში უნდა გადავიდნენ, ამიტომ ისევ სვანეთში დარჩენა ამჯობინეს. ნაწილი კვლავ იმ სასტუმრეობშია სადაც ისვენებდა.

300-ზე მეტი ტურისტი საკარანტინო სივრცედ გადაკეთებულ სასტუმროებში განათავსეს. მათი ნაწილი მცირეწლოვანი შვილების გამო საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში გადასვლის უფლებას ითხოვს. 

საკარანტინო სივრცედ მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 სასტუმრო გადაკეთდა, თუმცა პატარა "გესთ ჰაუსებს"- ს ნებართვა ჯერ აქვთ. მათ ყველა ჯავშანი უკვე გაუუქმდათ და საბანკო ვალდებულებების გასტუმრების პრობლემაც შეექმნათ.

მესტიის მუნიციპალიტეტში ყველაზე რთულ ზონებად სახელდება სოფელი ლენჯერი, მულახი, წვირმი და დაბა მესტია, სადაც ისევ აგრძელებენ მუშაობას ეპიდემიოლოგები. იგეგმება რეგიონში კიდევ 4 000 ადამიანის გამოკვლევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი