უმძიმესი გზა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები უკეთესი ცხოვრებისთვის გადიან. ათენის სადეპორტაციო ბანაკიდან გავრცელებულმა ვიდეომასალამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოდან უკიდურეს სიღარიბესა და უმუშევრობას გაქცეული ადამიანები მზად, არიან თვეების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში იცხოვრონ იმედით, რომ უცხო ქვეყანაში შესვლისა და მუშაობის უფლებას მისცემენ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი თანამოქალაქეები ტრანზიტულ ზონაში საკვებისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე რჩებიან.
ათობით ქართველი, რომელიც სადეპორტაციო ბანაკის დახურულ ზონაში ამ დრომდე იმყოფება, შველას ითხოვს. ვითარება უკიდურსად გუშინ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი უცხოელი მიგრანტი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სადეპორტაციო ზონაში ხმაური მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საჭირო გახდა ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა. ქართველი ემიგრანტების თქმით, ბერძენმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რის შედეგადაც საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი