ვაკის რაიონის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - GWP-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით,  27 ივლისს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

კომპანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივლისს 12:00 საათიდან 28 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

  • შევარდენიძის, კარტოზიას, ს.ცინცაძის ქუჩა N44-60 (ლუწებს) N63-77 (კენტებს), საირმის გორა, ყაზბეგის გამზ N20, „მ2 კორპუსი“, უნივრსიტეტის ქუჩა N2-18(ლუწებს) N1-11(კენტები), ლორთქიფანიძის, თამარაშვილის გამზ. სვანიძის, ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ.ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, წერეთლის ქუჩებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი