სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი შემოვიდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 27 ივლისის, დილის 5 საათზე სოჭის პორტიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი შემოვიდა. ხომალდზე  "ასტორია გრანდე " სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იმყოფებიან. კრუიზმა, 22 ივლისს დაიწყო ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება. ამ თემაზე რეპორტაჟი Россия 1-მა მოამზადა. 

ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.

"მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი ფრენის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ტელეკომპანია "რასია 1"-ის რეპორტაჟში.

რუსული საკრუიზო გემის სტუმრობის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტში ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წარმომადგენლები მივიდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი