ერთ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ - ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ ერთ-ერთ საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას გარკვეული მედიკამენტები ესაჭიროება თუმცა, პრეპარატებს ვერ აწვდიან.

ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

"ერთი გოგო გვყავს, ქართველი, რომელსაც აქვს პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყურადღება მაინც არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ, რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ არ მოსულა, წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, უნდა ეკითხათ რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ არ მოსულა, არც დაურეკავს იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან", - ამბობს ემიგრანტი, ხატია მახარეიშვილი.

ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი