რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნისა და პროტესტის ფონზე დატოვა. 

ბათუმსა და თბილისში მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლა გააპროტესტეს. 

"არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი