29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate არის.
გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც მომხმარებელს "ექსკლუზიურად დაბალ ფასებს" სთავაზობს. სარეკლამო რგოლში ფირცხალავა ამბობს, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ კონცერტსაც გამართავს.
გარდა ამისა, გამოფენაზე სტუმრებს ჰპირდებიან - კონსულტაციას დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში თანხების გადარიცხვის შესახებ, ასევე, იურიდიულ კონსულტაციას (იპოთეკა, ბინადრობის ნებართვა, საბანკო ანგარიშების გახსნა), უნიკალურ საინვესტიციო შეთავაზებებს.
"ჩვენ, ხალხის უძრავი ქონების სააგენტოს გუნდი გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნის იდეალური ქონების პოვნა რეალურია!", - ამბობს ფირცხალავა.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართული სამშენებლო კომპანიებიც:
People -Real Estate ოკუპანტი ქვეყნის მომხმარებელს სთავაზობს: