საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ბორჯომის დასავლეთით - 17 კილომეტრის დაშორებით, სოფელი აწყური იყო. მისი სიმძლავრე 3,5 მაგნიტუდას შეადგენდა, სიღრმე კი 8 კილომეტრს. 

მიწისძვრა 09:55 საათზე დაფიქსირდა. ბოლო ორ დღეში, ეს ბორჯომში მომხდარი მეორე მიწისძვრაა.

დღეს, დაახლოებით ამავე დროს, მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ ახალციხესთანაც, რომლის სიმძლავრეც 3,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი