ასპინძაში ბრუცელოზით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ''სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, ყველა მათგანი მკურნალობას სახლში გადის.
გარდა ამისა, სოფელ საყუდაბელში, ზველსა და ორგორაში კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბრუცელოზი პირუტყვიდან ადამიანზე გადამდები დაავადებაა. მიმდინარე წელს, ადამიანების გარდა, ბრუცელოზი ათობით პირუტყვსაც დაუდასტურდა.