თბილისის მერიის ცნობით, დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი სამუშაოები 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, რეაბილიტირებულ მხარეს კი გადაადგილება ორმხრივი გახდება.
"ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.
შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.