სადაო მიწები ბახმაროში - სახელმწიფომ თითქმის 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა უკვე დაკანონებული ნაკვეთები მფლობელებს წაართვას. მოტივი, მიწების უკანონოდ გადაცემაა, თითქოს მფლობელებმა ჩოხატაურის მერია მოატყუეს და ამის საფუძველზე დაიკანონეს ტერიტორიები. ასეთი კი 269 ადამიანია.
საქმე ეხება 2007-2010 წლებში გაფორმებულ მიწებს. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მართლა შეცდომაში შეიყვანეს თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
მომჩივანი ეკონომიკის სამინისტროა, მოპასუხე კი ჩოხატაურის მერია. სწორედ ამიტომ ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ მიწებს წაართმევენ. მათი ვარაუდით მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო ჩვენებას მისცემს და სასამართლო მოსახლეობას დაადანაშაულებს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე