სროლა ქუთაისში - არსებული ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი ავტომობილებიდან გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. სროლა გვიან ღამით მჭიდროდ დასახლებულ უბანში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ესმოდათ, თუმცა ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აივნებზე გასვლა შეეშინდათ. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი ორი ავტომობილიდან გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

"მთავარი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების თქმით, სამართალდამცველები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი