მსოფლიო კულტურის უნიკალური ძეგლი განადგურების პირასაა | Post Factum-ი ვანის ქვაბებიდან

გამოქვეყნდა:

16 სართულად განლაგებული კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მიწისქვეშა წყლის რეზერვუარები და აკვედუკები, საინჟინრო და არქიტექტურული სასწაული, რომელმაც საუკუნეების კატაკლიზმებს გაუძლო, უახლოეს მომავალში შესაძლოა საბოლოოდ გაქრეს.

5 წელია ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის დაკეტელია. მიზეზი ისტორიული ძეგლის სავალალო მდგომარეობაა. გეოლოგიური პროცესებისა და მუდმივად პროგრესირებადი ქვათაცვენის პირობებში საფრთხე ემუქრება თავად მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც და იქ მისულ დამთვალიერებელსაც.

2018 წელს ძეგლზე მუშაობა ქართულ-იტალიურმა ჯგუფმა დაიწყო. მომზადდა შესაბამისი დასკვნაც, რასაც უკვე რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა მოჰყოლოდა. თუმცა ვანის ქვებებში ბოლო ორი წელია სამეცნიერო სამუშაოები გაჩერებულია, ძეგლი დაკეტელია და არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის უნიკალური ძეგლიც ბედის ანაბარაა მიტოვებული. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, Post Factum-ის გადამღებული ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ვანის ქვაბების ახლანდელი მდგომარეობა დააფიქსირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი