რუსების პორნოინდუსტრია თბილისში | გარყვნილების იმპორტი "ერთმორწმუნე" რუსეთისგან

გამოქვეყნდა:

რუსულ საკრუზიო ხომალდს თუ ბარნაულიდან ჩამოსულ ავიარეისს არამხოლოდ ჰიბრიდული საოკუპაციო ძალა და იდეოლოგია მოჰყვება, არამედ ის გარყვნილებაც, რომელსაც რუსეთუმე ძალები საკუთარი პროპაგანდისტული მანიპულაციით დასავლეთს მიაწერენ ხოლმე.

კონკრეტული სასულიერო პირებისგან თუ "ოცნების" მიერ მართული ჯგუფებისგან ხშირად მოისმენთ ასეთი შინაარსის პროპაგანდას, რომ თითქოს დასავლეთი გარყვნილების იმპორტს ცდილობს საქართველოში, ერთმორწმუნე რუსეთი კი თითქოს ხსნაა სულიერი სიმტკიცისთვის. სინამდვილეში კი პირიქითაა - ბოლო ერთი წელია, რუსეთიდან შემოსულ მიგრანტებს რუსული პორნოინდუსტრიაც შემოჰყვა და ჩვენი ქვეყანაც ერთგვარ სექსპოლიგონად აქციეს.

პუტინის ომს და კრემლის პროპაგანდას გამოქცეული სექსმუშაკები საქართველოში იმდენად კომფორტულად გრძნობენ თავს, რომ არც ადგილზე არც პრონო ვიდეოების წარმოებას ერიდებიან და ამისთვის ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსაც იყენებენ. როგორც ერთი - პორნოგრაფიის წარმოება/გავრცელება, ისე მეორე - საზოგადოებრივი თავშერის ადგილებში სექსი - ჩვენი კანონმდებლობით მკაცრად დასჯადი ქმედებაა, თუმცა ამ მხრივაც, რუსეთიდან გადმოასახლებული პორნომსახობები აქ ხელშეუხებლები აღმოჩნდნენ.

ხელისუფლებასაც და თვითმარქვია მორალისტებსაც ურჩევნიათ, გარყვილება კოლექტიურ დასავლეთში ეძებონ, და კრემლის მიერ გამოგონილ კლიშეებში ეძებონ და რუსეთიდან შემოპარული პორნო ინდუსტრია საერთოდ არ შეიმჩნიონ... მაშინაც კი, როცა ამ შინაარსის ვიდეობის გადაღება ბავშვების თავშეყრის საყვარელ ადგილას ხდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი