საპენსიო რეფორმა | შეძლებს თუ არა საპენსიო სააგენტო ბენეფიციარებისთვის “უზრუნველი სიბერის” უზრუნველყოფას

გამოქვეყნდა:

საპენსიო რეფორმა - უფრო სწორად, პენსიისთვის ფულის იძულებითი დაგროვების სისტემა აგვისტოდან ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, მოქალაქეს უჩნდება საშუალება, თავად გადაწყვიტოს, მისი დანაზოგი, ან გნებავთ მისთვის წართმეული ფული, დაბალრისკიან აქტივებში ჩაიდოს, თუ მაღალრისკიან წამოწყებებში, და შესაბამისად, მაღალი ამონაგების დაპირებით.

უცნაური კი ამ ყველაფერში ისაა, რომ თავად კანონმდებლობასაც არ აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული ამ რისკების განმარტება. გასაკვირი არც ისაა, რომ მოქალაქეებს, ვისაც ასაკი და კანონი ამის საშუალებას აძლევდა, იძულებითი დაგროვების სქემა დატოვეს, 170 000-ზე მეტმა ადამიანმა. საპენსიო სააგენტო ვადაზე ადრე დატოვა მისმა ორმა წინა ხელმძღვანელმაც, რაც რეფორმის მიმართ ნდობის საკითხს კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ერთი სიტყვით, იძულებითი საპენსიო ფონდის შექმნიდან 5 წლის თავზე, რეფორმა ხარისხობრივად წინ ვერ წავიდა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მთავრობის მიერ იძულების წესით შემოღებულმა ფონდმა ათ მილიარდ ლარზე მეტი მოაგროვა საქართველოს მოქალაქეებისგან, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ხელისუფლებისთვის ცდუნების საგანი აღმოჩნდეს, და ნაცვლად მოქალაქეების უზრუნველი სიბერისა, რომელიმე პოლიტიკური იდეის დაფინანსებაზე დაიხარჯოს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი