Русский корабль, иди на *** | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველო სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსეთის ჰიბრიდული პოლიგონს - სადაც კრემლი საკუთარი ნეოიმპერიალისტური იდეოლოგიას და მეთოლოგიას ცდის, ოკუპაციისა ჰობრიდულ მეთოდებს ხვეწს და ამაში, არათუ ხელ უშლის ამ ქვეყნის მთავრობა, პირიქით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას დიდი მონდომებით ეხმარება, პატრიოტებს ქაჯებად აცხადებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების და სუვერენიტეტის მაგინებლებს -- ტურისტებად.

ბათუმში, ბოლო ერთი წელია, ისედაც ძირითადად რუსული საუბარი ისმის და რუსეთის მოქალაქეები არათუ სტუმრებად, უკვე მასპინძლებად და უძრავი ქონების მფლობელებად გვევლინებიან. საპორტო ქალაქში ამ ღამით საკურიოზო ლაინერის მეორე მოგზაურობას ელოდებიან. დილის 5 საათზე უნდა გამოჩნდეს ნავსადგურში ტურისტული გემი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებსა თავმოყვარეობას დაახლოებით იმ მიმართულებით უშვებს, საითკენაც უკრაინამ რუსული სამხდრო კრეისერი გაუშვა.

მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ ცნობილი მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა ხომალდმა, იმპერიალიზმმაც და პროპაგანდისტულმა ნაგავმაც, სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ამოყო თავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი