"საკადრისად დავხვდებით, ველოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ ოკუპანტებს" - ბათუმში აქცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

ბათუმის პორტში აქცია გრძელდება - საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები და პუტინის პროპაგანდისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან. არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან, რის შემდეგაც, გემიდან ჩამოსვლას შეძლებენ.

ადგილზე კვლავ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ საკრუიზო ლაინერი გემს არ დატოვებს.

"ჩვენ ჩვენს გეგმებს მივყვებით ბოლომდე, სანამ არ გამოვა ეს ე.წ. ტურისტები გემიდან ჩვენ აქ ვიქნებით ჩვენ მათ დავხვდებით ისე, როგორც საკადრისია და ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ველოდებით ყველას, მოსახლეობას რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავხვდეთ ამ ე.წ. ტურისტებს და სინამდვილეში ოკუპანტებს, რომლებიც ჩამოდიან რომ დაგვიპყრონ და ჩვენი ქალაქი და ჩვენი კულტურა შეურაცხყონ", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ბათუმის პორტში აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მოქალაქეები ბათუმში Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებდნენ, რომელმაც საქართველოშ რუსი ტურისტები და პუინის მხარდამჭერები ჩამოიყვანა, მოქალაქეების თქმით, გემზე მყოფი ადამიანების უმეტესობას დარღვეული აქვს საოკუპაციო კანონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი