Astoria Grande-ს ლაინერზე მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი დატოვეს. მათ სავარაუდოდ, უკვე გაიარეს საპასპორტო კონტროლი და ახლა ბათუმში ტურისთვის ემზადებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ჩამოსული რუსი ტურისტები პორტიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაჰყავთ. პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტობუსებთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებენ. ცნობილია, რომ გემით ქვეყანაში ჩამოვიდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ გემზე მყოფ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას საოკუპაციო კანონი დარღვეული აქვს.
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში გამთენიისას გაჩერდა.სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.