აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მათ ჯერჯერობით ვერც ადვოკატები ნახულობენ. 

სავარაუდოდ, ისინი სხვადასხვა განყოფილებებში გადაიყვანეს ან ჯერ კიდევ რჩებიან პოლიციის მანქანებში, რომლითაც მათი დაკავება მოხვდა.

"ფეხებს ურტყამდნენ თავში და სასტიკად გაუსწორდნენ ყველა აქ გამოსულ ადამიანს, რომელიც აპროტესტებდა რუსული გემის ჩამოსვლას. ჩვენთვის როგორც ცნობილია, ეს ადამიანები გადაყვანილი არიან სხვადასხვა განყოფილებაში. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ზის საპატრულო მანქანებში და მათ არ აძლევენ გადმოსვლის შესაძლებლობას. სასწრაფოდ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება პოლიციამ და გაათავისუფლოს ყველა აქ დაკავებული ადამიანი, რადგან მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

23 დაკავებულს, რომლებიც რუსული საკრუიზო ლაინერისა და რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ.

​დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა. ახალგაზრდა ქალი საკუთარი პოზიციის გამოსახატავად აქციაზე უკრაინული დროშით იყო მისული. მას დროშა და ნივთები ჩამოართვეს და ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი