არ მგონია, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აფხაზეთი - აფხაზეთია, 5 წლის წინ ვიყავი იქ - რუსი ტურისტი

გამოქვეყნდა:

ბათუმში რუსი ტურისტი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველო არაა და ის ცალკე სახელმწიფოა. რუსი ტურისტის თქმით, მას ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვს, რადგან ბოლოს აფხაზეთში 5 წლის წინ იმყოფებოდა.

"ქართველები და რუსები მეგობრები ვართ, საქართველო კარგი ქვეყანაა, ძალიან მოგვწონს. ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. ჩვენ ვისვენებთ და ხალხი ძალიან მოგვწონს, ეს უბრალოდ ხალხის მცირე ჯგუფია, რომელიც მტრობას აღვივებს, ყველგან არის კარგი და ცუდი ხალხი, ცუდი ერი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს ხალხს, ხალხი აქ ჩამოდის და ყველა მხოლოდ კარგს ლაპარაკობს ამ ქვეყანაზე. აფხაზეთი ვიცი, ის არის სოჭის გვერდით და მერე საქართველოა. აფხაზეთი - აფხაზეთია, რუსეთი - რუსეთია და საქართველო - საქართველოა. მე ვიყავი აფხაზეთის საზღვართან და ველაპარაკე ხალხს, მაინტერესებდა მათი აზრი, 5 წლის წინ ვიყავი აფხაზეთში, საზღვარზე", - თქვა საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტმა.

ბათუმში რუს ტურისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რუსი ტურისტები აქციის მონაწილეების შეძახილებმა გააღიზიანა და მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბათუმში პორტის ტერიტორიაზე აქცია უკვე დასრულდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, მოქალაქეები კი 19:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

19:00 საათზე აქცია იგეგმება თბილისში, პარლამენტთანაც.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი