ქართველი ხალხის პასუხი ოკუპანტებს | რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღარ შემოვა - ვითარება ბათუმში

გამოქვეყნდა:

ქართველი ხალხის პასუხი ოკუპანტებს. საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი უკვე დატოვა და ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღარ შემოვა. ბათუმი მარშრუტიდან ამოღებულია. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობისა და პროტესტის შედეგია.

ხელისუფლება და პოლიცია კი დღეს ისევ პუტინის პროპაგანდიტების სამსახურში იყვნენ. "ქართული ოცნება" თავის ოკუპანტ სტუმრებს ისევ ხელგაშლილი დახვდა საკუთარ მოქალაქეებს კი, ვინც კრემლისტურ პოლიტიკას აპროტესტებდა, უმძიმესი მეთოდებით გაუსწორდა.

23 პირი ამ დრომდე აჭარის, სამეგრელოსა და გურიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მხოლოდ იმის გამო გადაიყვანეს, რომ რუსული გემის მგაზვრებს უხერხულობა შეუქმნეს და პუტინის სისხლიანი ომები შეახსენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი