ოკუპანტების ბათუმური კრუიზი საბოლოოდ დასრულებულია. ამჯერადაც ხალხის პროტესტმა საოკუპაციო პოლიტიკას უკან დაახევინა. მასობრივი პროტესტის შემდეგ ასტორია გრანდე იძულებული გახდა მარშრუტიდან საქართველო და ბათუმი ამოეღო.
კომპანიაში არ მალავენ, რომ მიზეზი სწორედ ზღვისპირა ქალაქში განვითარებული მოვლენები გახდა. თუმცა ვიდრე რიგითი მოქალაქეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და რუსულ გემს უკან დაახევინეს,
"ქართული ოცნება" და მის სამსახურში მდგარი პოლიცია ყველა შესაძლო მეთოდით ოკუპანტებს იცავდა.
საპატრულო ძალების მობილიზება გასულ ღამეს დაიწყო. ალყაში იყო მოქცეული ბათუმის პორტი და მასთან მისასვლელი ქუჩები. ასობით სამართალდამცველი რუსულ ლაინერს ქართველებისგან იცავდა და მეტიც ოკუპანტები პორტიდან პირადად კომფორტული ავტობუსებით გამოაცილეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი