რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ ქუთაისშიც. ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში იკრიბება. აქციის მონაწილეები რუსული ლაინერის ზღვისპირა რეგიონში შემოსვლას გმობენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მოითხოვს, რომ რუსი ტურისტების პროტესტის გამო დაკავებული პირები დაუყონებლივ გათავისუფლდნენ.