"გენრი დოლიძე სენაკის იზოლატორშია გადაყვანილი... მისი სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება" | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"გენრი დოლიძე სენაკის იზოლატორშია გადაყვანილი... მისი სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება", - ამის შესახებ "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ადვოკატი საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

''ამჟამად იმყოფება დროებით მოთავსების სენაკის იზოლატორში. ალბათ, ხვალ ჩაუტარდება უკვე სასამართლო პროცესი. ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. როგორც ვნახე და ეტყობა აშკარად დაზიანების კვალი. როგორც თვითონ ამბობს პოლიციელების მხრიდან არის ნაცემი. და ერთ-ერთი პოლიციელის მაღალჩინოსანი გაუსწორდა ფიზიკურად, როდესაც დააკავეს, როცა ნახეს დაკავებული მივიდა პოლიციის მაღალჩინოსანი და მოახდინა მისი ფიზიკური შეურაცხყოფა.'' - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, გენრი დოლიძეს ფიზიკური დაზიანებები ეტყობა და ეს შესაბამის ოქმშია აღბეჭდილი. მის გამოკითხვას კი ამჟმად სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელიც ესწრება. 

''როდესაც გადმოიყვანეს სენაკის დროებით მოთავსებით იზოლატორში აქ არის შემოწმებული მისი ფიზიკური დაზიანებები და აღბეჭდილია შესაბამის ოქმში. დაფიქსირებულია და ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელი იმყოფება გამოკითხვაზე და მანაც ყველაფერი დეტალურად აღბეჭდა და ჩაწერა როგორც გენრი აცხადებს", - ამბობს ადვოკატი.  

შეგახსნებეთ, გენრი დოლიძე დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს 31 ივლისს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მას დაკავებისას პოლიციამ სცემა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი