ბათუმში, კვებით ობიექტებზე, ენის არცოდნის გამო, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურებაზე უარს ეუბნებიან - სააგენტო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში არასახელმწიფო ენაზე მომსახურების საკითხზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შესწავლა დაიწყო.

"საკითხი ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. კერძოდ, "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე მიაწოდოს,

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი