ახალციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა ბოძს შეეჯახა | დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, ჯაყელის ქუჩაზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი საავარიო რისკის თავიდან ასარიდებლად სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ დაშავდა ეკიპაჟის ორი წევრი.

დაშავებული ექიმი და ექთანი კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის დროს მანქანაში მათთან ერთად მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი