"ჩვენ ვაპროტესტებდით რუსების ჩამოსვლას, ისინი ომებს აჩაღებენ და არ არიან ღირსები სხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ", - ამის შესახებ ბათუმში, რუსების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე საუბრობს, რომლის სასამართლო პროცესიც 7 აგვისტოსთვის გადაიდო.
"ჩვენ ვაპროტესტებდით რუსების ჩამოსვლას. ისინი ომებს აჩაღებენ სხვა ქვეყნებში და არ არიან ღირსები, რომ სხვა ქვეყნებში მოგზაურობენ. როდესაც ავტობუსი გამოვიდა ხალხმა კვერცხების სროლა დაიწყო. ზოგი ქვეყნებსაც ისროდა. მე ჩოჩქოლში მოვყევი, შემდეგ პოლიციამ დამაკავა და წამიყვანა.დაკავების მიზეზად დამისახელეს საგზაო მოძრაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციის დაუმორჩილებლობა" - ამბობს აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე.
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენრი დოლიძის საქმის განხილვას ელოდებიან.
მანამდე უკვე გაიმართა აქციაზე დაკავებული 6 პირის პროცესი. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 4 მათგანის საქმის განხილვა 7-8 აგვისტოს გადადო, ერთ პირს სიტყვიერი გაფრთხილა მისცა, ერთის განაჩენი კი ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მოქალაქეები ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების, მათ შორის პუტინის მხარდამჭერი არტისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე