ქუთაისში, თეთრის ხიდის მიმდებარედ არსებულ ისტორიული შენობებიდან ქვები ცვივა. ადგილობრივების თქმით, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა და დაშავდა.
მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საშიში შენობების აღნუსხვა მოხდეს და მსგავსი შემთხვებების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.
"საბედნიეროდ ეს მოზარდი გადარჩა, მაგრამ არ ვიცით ხვალ რომ ისევ გადმოვარდება და ვინმეს დაეცემა, გადარჩება თუ არა,"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.