გადამწვარი სოფელი და ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა - ძამას ხეობაში მცხოვრებლები დახმარებას უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. ელბაქიაანთკარში 7 საცხოვრებელი სახლი მიწასთანაა გასწორებული, ხალხი კი გახიზნულია.
დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით ქარელის მერიას მიმართეს და სპეციალური განცხადებაც შეიტანეს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ მინიმალური კომპენსაცით დაეხმარა.