ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა.News" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობილია, რომ 38 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.