ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მყოფი ახალგაზრდა კაცი დააკავეს. სავარაუდო დაკავებული აფხაზი სპეცრაზმელია, რომელიც ბახტაძის ოჯახის ინფორმაციით, ქალს ცოლად შერთვის მიზნით ემუქრებოდა.

დაკავებული ადასტურებს, რომ 28 ივლისს მან ნათია ბახტაძე იმ ბაღიდან გაიყვანა, სადაც ქალი მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ ნათია ბახტაძე ოჩამჩირეში გზაზე ჩამოსვა.

რაც შეეხება ქალის გაუჩინარების საქმეს, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე გუშინ, 1-ლ აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა დედა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.  

"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია", - წერს იამზე აგუმავა სოციალურ ქსელში.

ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს გავრცელდა. ოჯახი დახმარებას ითხოვდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქალი გაიტაცეს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი