ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

​ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედიები ავრცელებენ და წერენ, რომ შემთხვევა კუნძულის უბნის პლაჟზე მოხდა.

​თვითმხილველების თქმით, კაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. იმის მიუხედავად, რომ მაშველებმა ის ზღვიდან მალევე ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი