ქართული პოლიცია ოცნების ხელისუფლების მმართველობის პირობებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ ინსტიტუტად. ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გამაოგნებელ ისტორიებს ყვებიან. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისა და კომფორტის დასაცავად სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ და იძალადეს საკუთარ თანამოქალაქეებზე, რომლებიც პუტინის პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლას სამართლიანად აპროტესტებდნენ. მოძალადეებს შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ აჭარის სამმართველოს მაღალჩინოსნები. "დროას" წევრი გენრი დოლიძე დეტალურად ყვება როგორ გაუსწორდა ბორკილებდადებულს, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. აქციის დაკავებული მონაწილეები ასევე საუბრობენ აჭარის სამმართველოს უფროსის გრიგოლ ბესელიას მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.