თეთრი ხიდის მიმდებარედ, შენობის ფასადიდან ჩამოშლილი ქვები მოზარდს დაეცა - მძიმე ვითარება ქუთაისის ისტორიულ უბანში

გამოქვეყნდა:

სიცოცხლისთვის საშიში შენობები ქუთაისში. ყოფილი საპარლამენტო ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ უბანში ისტორიული ნაგებობები იშლება. თეთრ ხიდთან ფასადიდან ჩამოცვენილი ქვები დაეცა არასრულწლოვანსაც, რომელმაც დაზიანებები მიიღო. პრობლემურია ქუთაისში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც, სამუშაოები იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ ახლადდაგებული ასფალტის საფარი ვარდება და გზის სავალ ნაწილზე ორმოები ჩნდება. ადგილობრივებმა მერიას ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უშედეგოდ, უწყებაში არც მედიის კითხვებს პასუხობენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი