ე.წ. სვანების ბაზრობაზე მუყაოს ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

ხანძარი თბილისში - ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ კონტეინერში მუყაოს ყუთებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მათ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.  შემთხვევისას არავინ დაშავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი