უკრაინაში დაღუპულ არჩილ დევრისაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს არჩილ დევრისაშვილს საქართველოში დღეს, პირველ საათზე ჩამოასვენებენ. ქართველ გმირს ხუთშაბათს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტში დაბომბვისას დაიღუპა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო და უკრაინაში დანაყოფ ”შავ არწივში”ირიცხებოდა. ეს დანაყოფი უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტში იბრძვის.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი