2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს უფლება ექნებათ, საქართველოს დე ფაქტო საზღვართან გარკვეული სახის ეკონომიკური აქტივობები აწარმოონ, - ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კერძოდ საუბარია ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონების ე.წ "სასაზღვრო ზონებში" სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე, "სპეციალური ნებართვის გარეშე".
დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული მიზნით ე.წ "სასაზღვრო ზონაში" შესასვლელად, საჭიროა მსურველი რუსეთის ФСБ-ს ე.წ სასაზღვრო სამსახურის უახლოეს სამმართველოში მივიდეს და პასპორტი წარადგინოს, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და დაზუსტდეს ეკონომიკური აქტივობის დრო, ადგილი და სახე.