სვანეთის ხევის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის სხვა სახლებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მიმდებარე პერიმეტრზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. უცნობია თუ რა სახის ზარალი მიადგათ იმ ადამიანებს, რომელთა სახლებიც დაიწვა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლში, გამთენიისას ნახეს ძლიერი დაკვამლიანება და ამის შემდეგ გამოიძახეს სახანძრო ჯგუფები.
ისინი ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის არის ელექტროენერგიის გაუმართაობა და ბუნებრივი აირის გაჟონვა, თუმცა ეს ვერსიები ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.