ამ დრომდე არ გამოუკითხავთ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ბათუმში დაკავებული აქტივისტები ძალადობაში ამხელენ

გამოქვეყნდა:

პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელსაც აქციის მონაწილეები ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ, გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

პარტია "დროას" წევრი გენრი დოლიძე და აქტივისტი გიორგი გველესიანი პირდაპირ ასახელებენ ირაკლი დგებუაძეს და ამბობენ, რომ სწორედ დგებუაძემ ხელებშეკრული აქციის მონაწილეები მიწაზე დააწვინა და სცემა.  

გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ არც გრიგოლ ბესელია.

"მათ უფლებამოსილებას გადაამეტეს არა მხოლოდ ჩემთან, არამედ თითოეულ დაკავებულთან. ზოგთან ფიზიკური ძალადობის თვალსაზრისით, ზოგთან არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით. ეს იქნებოდა მანქანაში სავარძლის ქვევით შეტენვა, დაკავებულის წაქცეულზე დარტყმა, გინება, უშვერი სიტყვებით მოხსენიება. ჩვენ მოვითხოვთ, ისინი დაისაჯონ, მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. არა იმიტომ რომ შურისძიება მამოძრავებს, არამედ იმიტომ რომ სხვა ადამიანს, რომელსაც არ აქვს ცნობადობა და ამდენი ბერკეტი, რომ თავი დაიცვას, არ შეექმნას ისეთივე პრობლემა და პოლიციის მხრიდან დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი", - თქვა გენრი დოლძემ.

31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მათი სასამართლოები ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა, სხდომები ერთი კვირით გადაიდო. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი