არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ყოველწლიური ანგარიში წარადგინა საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმების საკითხი არც 2022 წელს წარმოადგენდა პოლიტიკურად აქტუალურ საკითხს და საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა რაიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები.
როგორც კვლევით ირკვევა, 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 41%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს 5,471 ნარკოდანაშაული დარეგისტრირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,873-ს შეადგენდა.
ორგანიზაციის განმარტებით, მზარდი სტატისტიკა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნით არის განპირობებული, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მაჩვენებელზე.
2019-2022 წლებში რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური და გახსნის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
SJS-ს ცნობით, წინა წლების მსგავსად, 2022 წელს, ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებული იყო:
ამასთან ერთად, ირკვევა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.
2022 წელს ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე ხშირად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო:
როგორც კვლევით დადგინდა, საქართველოს მოქმედი ნარკოკანონმდებლობა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე მეტად კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებასა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული და კანონმდებლობა კვლავ საჭიროებს დახვეწას.
ამასთან ერთად, საანგარიშო წელს ნარკოტიკული დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებათ.