ქუთაისში, შანიძის აღმართის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა - ადგილობრივები მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ადგილზე გაუმართავი საკანალიზაციო ქსელი და სანიაღვრე სისტემებია, რაც წვიმის დროს მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დააგეს, თუმცა გაუმართავი მიწისქვეშა კომუნიკაციის გამო, ახალ დაგებული ასფალტი დეფორმირებული და დატალღულია.
ადგილობრივები ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.