საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება - SJC

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) ავრცელებს. 

ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს, 138 ადამიანს, მიენიჭა. არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება, 55 კი განუხილველი დარჩა. 1 განცხადებაზე წარმოება შეჩერებულია. 

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს, განცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი კი ნეგატიურად აისახება მათ ზოგად ინტერესსა და მოტივაციაზე,

"საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად, 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს მიენიჭა (138 ადამიანი). არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება,  55 კი  განუხილველი დარჩა, ხოლო 1-ზე წარმოება შეჩერებულია.   

ყველაზე მეტი განაცხადი (120) სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წელს მიიღო, თუმცა აქედან მხოლოდ 65 დაკმაყოფილდა.   

მოქალაქეობაზე განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ზოგად ინტერესზე და მოტივაციაზე, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს", - ვკითხულობთ SJC-ს განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია წერს,  უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, უფლებები და აღმოფხვრას ის ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერები, რაც მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშლის ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი