მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.