ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძის მკვლელობა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ დაადასტურა.

მკვლელობა ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულმა აინურ წუშბამ ​აღიარა. მისი თქმით, მან ცხედარი რეჩხის წყალსაცავში გადააგდო. 

ცხედარი ჯერჯერობით არ უპოვიათ,. რეჩხის წყალსაცავში სამძებრი-სამუშაოები მიმდინარეობს.

ნათია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს გავრცელდა

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი