ყველაფერი ჩახერგილია, გადარჩენის ერთადერთი შანსი არის სამაშველო - მოქალაქე დამეწყრილი ზონიდან

გამოქვეყნდა:

სასტუმრო სანსეტ შოვიდან ერთ-ერთი დამსვენებელი ვიდეოს აქვეყნებს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან:

პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან , ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ" ამბობს მოქალაქე ფეისბუქ ლაივში.

შსს-ს ცნობით, მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან . 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი