3 თუ 4 ამერიკის მოქალაქეა, სამაშველო მოდის, საათნახევარი გავიდა - ადგილობრივი შოვიდან

გამოქვეყნდა:

შოვში ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერში მოყოლილი ადამიანებს შორის არიან ამერიკის მოქალაქეებიც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათი თქმით, უკვე ერთ საათზე მეტია ადგილზე მაშველებს ელოდებიან.

"ჯერ მხოლოდ რეკავენ - სახანძრომ, პოლიციამ დამირეკა. მე ამერიკის საელჩოში დავრეკე, რადგან 3 თუ 4 ამერიკის მოქალაქეა. [სამაშველო] მოდის, ერთადერთი ინფორმაცია, საათნახევარი გავიდა უფრო მეტი თუ არა", - ამბობს ადგილობრივი "მთავართან"

შსს-ს ცნობით, მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან .  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი