"ყველანი კარგად არიან სასტუმროში ვინც იყო. თანამშრომლები აკეთებენ სასწაულებს. წყალი მოაქვს, ნივთები ჩამოაქვთ, ეს არის გმირობა. ჯერჯერობით ცოცხლები ვართ" - ამბობს შოვში მყოფი მაია ფირცხალაიშვილი ფეიბუქ ლაივში.
სასტუმროში მყოფი პირები ამ დრომდე ელოდებიან სამაშველო ვერტმფრენს. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები.