შოვში სამაშველო ვერტმფრენი გამოჩნდა. სავარაუდოდ უახლოეს წუთებში დაიწყება დამეწყრილ ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში 2 ვერტმფრენი გაიგზავნა.
შეგახსენებთ, სანსეტ შოვის ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. სასტუმროში ამ დროს დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვნებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.